გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება

7-03-2023

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმრავლესობას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა და მხარს იმ კანდიდატს დაუჭერდა, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა.
 
„ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ  არ წამოვაყენებდით ჩვენს კანდიდატურას და იმ კანდიდატს დავუჭერდით მხარს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. მე ვფიქრობ, ბატონი ლევან იოსელიანის კანდიდატურა  ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები, იგი არის ღირსეული კანდიდატი, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამას პარლამენტი და უმრავლესობა გადაწყვეტს.  ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება და ვიცი რა, უმრავლესობის აზრი, გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.