გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სდსს: პარლამენტის შენობაში წესრიგს იცავს ჩვენი უწყება. სხვა ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლები შენობაში არ იმყოფებიან

7-03-2023

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თითქოს პარლამენტის შენობაში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.


„აღნიშნული მედიასაშუალების ყალბი ამბავი ეყრდნობოდა დაცვის თანამშრომელთან ჩაწერილ მცირე ინტერვიუს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის წარმოადგენდა „სპეციალურ სამსახურს“. ეს პიროვნებაც და ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. პარლამენტის შენობაში სხვა ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა“, - აცხადებენ სდსს-ში.