გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვატო შაქარიშვილი: არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი მოძრაობა

7-03-2023

„აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტების ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა განცხადებებს ეხმიანება.


შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ რეალურად წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ რომ იცოდნენ რა წერია კანონპროექტში.


მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი “მატრაკვეცობით” ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს.


„რეალობაში არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი! წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ რომ იცოდნენ რა წერია, რა მიზნები აქვს და ა.შ. უბრალოდ ერთმა ანგაჟირებულმა, მეორე ამყოლმა, მესამე მიმბაძველმა დაწერა ფბ-ზე და ინსტაგრამზე და “მეც” ხომ უნდა შევუერთდე ლიბერალურ ტრენდს?! მერე ვინმემ “რუსობა” არ დამაბრალოს! ვინმემ “ბნელად” და “ჩამორჩენილად” არ ჩამთვალოს! მერე რა რომ არც კი ვიცი რაზე არის ლაპარაკი, მთავარია დავწერო - “არა რუსულ კანონს” და ბილეთი ნაყიდია “დაწინაურებულ” ლიბერალურ ბაბლში! ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი “მატრაკვეცობით” ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს!“- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.