გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერი ITB Berlin-ის შესახებ: მსოფლიოში ეს უმსხვილესი ღონისძიება დამთვალიერებლებს ფართოდ წარუდგენს ტურიზმის მზარდ სექტორს

7-03-2023

საქართველო წელს მასპინძელი ქვეყანაა მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin-ი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 7 მარტს ოფიციალურად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება საქართველოს მონაწილეობას გამოფენაში.პრემიერის თქმით, საქართველოს კულტურა და ტრადიციები, ქვეყნის  ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ადგილს გვიმკვიდრებს  მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ  ტურისტულ ცენტრებს  შორის. 


„მაქვს პატივი, ოფიციალურად გავხსნა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ბერლინში, სადაც წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსი აქვს.  
მსოფლიოში ეს უმსხვილესი ღონისძიება დამთვალიერებლებს ფართოდ წარუდგენს ტურიზმის მზარდ სექტორს. 


ჩვენი კულტურა და ტრადიციები, ქვეყნის  ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ადგილს გვიმკვიდრებს  მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ  ტურისტულ ცენტრებს  შორის,"- წერს პრემიერი „ტვიტერში".