გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: ნუ ატყუებთ ამ ხალხს! ამ კანონის მიზანი ერთია - სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად მოახდინოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

8-03-2023

ჩვენ უნდა დავამარცხოთ სერვილიზმი, მონური მორჩილების მიდრეკილება და თეთრზე ვთქვათ თეთრი, შავზე კი შავი! ჩვენ მხოლოდ ამ მოცემულობით, ვჭირდებით ევროპას და ჩვენ მხოლოდ ამ სახით მიგვიღებს ევროპა - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

 

მისი თქმით, ამ კანონის მიზანი ერთია - სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად მოახდინოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონის მოთხოვნაა საზოგადოების მარტივი ინფორმირება - ვის მიერ ფინანსდები, რა მიზნით ფინანსდები და რა ოდენობის თანხით ფინანსდები.

 

თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ.

 

"ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ - ეს არის ჩვენი არჩევანი" - ირაკლი კობახიძე დიახ, ამ მიზნის მისაღწევად მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობით არის ნაკარნახევი საზოგადოებრივი ძალის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონპროექტი, სწორედ გამჭვირვალობა არის სტაბილურობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების, მაღალი პოლიტიკური კულტურისა და საქმეში საქმიანი თვითშეგნების განვითარების წინაპირობა. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სერვილიზმი, მონური მორჩილების მიდრეკილება და თეთრზე ვთქვათ თეთრი, შავზე კი შავი!

 

ჩვენ მხოლოდ ამ მოცემულობით, ვჭირდებით ევროპას და ჩვენ მხოლოდ ამ სახით მიგვიღებს ევროპა. ნუ შეგყავთ შეცდომაში ადამიანები! ნუ ატყუებთ სტუდენტებსა და ღვაწლმოსილ ადამიანებს! "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონპროექტი რომელიც კანონის სახით ჯერ არ დამტკიცებულა ემიგრანტს არ უთვლის ფულს! შშმ პირებს არ ტოვებს მათ ინტერესებზე მორგებული პროექტების მიღმა! სტუდენტებს არ ართმევს უფლებას მიიღონ გრანტი! ნუ ატყუებთ ამ ხალხს! ამ კანონის მიზანი ერთია - სუბიექტის საქმიანობის შეუზღუდავად მოახდინოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ხაზგასმით ვამბობ საქმიანობის შეუზღუდავად! კანონის მოთხოვნაა საზოგადოების მარტივი ინფორმირება - ვის მიერ ფინანსდები, რა მიზნით ფინანსდები და რა ოდენობის თანხით ფინანსდები. ანუ ყველაფერი მარტივია, ჩვეულ საქმეში არ იზღუდებით. #არატყუილს!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.