გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მიქელაძე: პოლიტიკოსებს იქნებ ეყოთ ძალა ადგილზე პროცესზე გავლენის მოხდენის და დეესკალაციის

8-03-2023

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე პარლამენტის შენობასთან განივთარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

მისი განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკოსები შეეცადონ პროცესზე გავლენის მოხდენას და ვითარების დეესკალაციას. ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია იმ გზით მოქმედება, რა ფორმითაც აქცია მიმდინარეობს.

 

„არ ვიცი ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ეს პროცესი პარლამენტთან უნდა გაჩერდეს. დაუშვებელია ამ გზით მოქმედება. პოლიტიკოსებს იქნებ ეყოთ ძალა ადგილზე პროცესზე გავლენის მოხდენის და დეესკალაციას“ - წერს თამთა მიქელაძე.