გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა ოქრიაშვილი: "ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა

8-03-2023

„აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - ე.ი. არის უკანონო - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

„ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით,„ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე - ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა!დღეს საქართველოს არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება. მტერი შემოიპარა საქართველოს ხელისუფლებაში!

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის დარბევასთან დაკავშირებით, არის უკანონო. მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისგებლობას, მათ შორის, „გავრილოვის ღამის“ დამნაშავეები, ვის მიმართაც „ოცნებამ“ ამნისტია გამოცხადა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. ამგვარი ამნისტიები უკანონოა და მომავალში ვერ დაიცავს დამნაშავეებს!

 

რუსეთის მონებო,  დაუყოვნებლივ  გაათავისუფლეთ გუშინ დაკავებული 66 პატრიოტი!

 

ყველანი მშვიდობიან პროტესტზე! " - აცხადებს ოქრიაშვილი.