გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ჩიქოვანი დეპუტატების პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაზე - ბოლშევიზმის პრაქტიკული გამოვლინებაა, რასაც ნაცმოძრაობა ახორციელებს, ველოდები არასამთავრობოების და უფლებადამცველების შეფასებას

8-03-2023

აბსოლუტურად მიუღებელი და ბოლშევიზმის პრაქტიკული გამოვლინება - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი დეპუტატების პირადი ინფორმაციის სოციალური ქსელით გასაჯაროებას.

 

ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და თანამედროვე საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს. მე გულწრფელად ველოდები არასამთავრობო ორგანიზაციების და უფლებადამცველების პოზიციას, მაინტერესებს, როგორ შეაფასებენ - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ იცვლება, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, მათი ოპერირების ერთადერთი საშუალება ძალადობაა.

 

„ჩვენ, დეპუტატები ვართ საჯარო პირები, შეჩვეული ვართ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ჩვენს მიმართ ბრალდებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოჯახის წევრები ხდებიან ამ კამპანიების სამიზნეები, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და პრაქტიკული გამოვლინება ბოლშევიზმისა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს.

 

კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იცვლება, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, ერთადერთი მათი ოპერირების საშუალება არის ძალადობა“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.