გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სვანეთში უკრაინელი ტურისტების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

19-07-2018

 

სვანეთში ალპინისტები ორი უკრაინელი ტურისტის გაადარჩენას ცდილობენ.  გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იმ უკრაინელ ალპინისთთა რვაკაციანი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც თეთნულდის დალაშქვრას გეგმავდნენ.  ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა ორი ტურისტის გაუჩინარება საღამოს, ბანაკში დაბრუნების შემდეგ, შენიშნეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, ტურისტების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო, თუმცა არახელსაყრელი ამინდისა და რთული რელიეფის  გამო ჯერჯერობით  ტურისტებთან მიახლოება ვერ ხერხდება.

„ უკვე რამდენიმე საათია, რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული. ამ ეტაპზე ორივე ტურისტის ადგილსამყოფელი დადგენილია, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ადგილზე ურთულესი რელიეფია, გარდა ამისა, ცუდი ამინდია,  ჯერჯერობით ვერტმფრენი მათთან მიახლოებას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ და არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია დაკარგულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ალბათ, რამდენიმე წუთში უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება. როგორც კი ამინდი მისცემს ვერტმფრენს საშუალებას, მაშველები ახლოს მივლენ დაკარგულებთან, შესაბამისად  უფრო მეტი დეტალი გახდება ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი“-განაცხადა ფეიქრიშვილმა.