გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება გამჭვირვალობით საფრთხე შეექმნას ევროპულ მომავალს; თუ ვინმეს არ აწყობს გაამჟღავნოს ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ ეს მისი პრობლემაა და არა საქართველოს

9-03-2023

„ერთადერთი რასაც ეს კანონი ადგენს ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედია საშუალებების გამჭვირვალობა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობით საფრთხე შეექმნას ევროპულ მომავალს,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს არ აწყობს გაამჟღავნოს ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“ და „დროას“ ეს მისი პრობლემაა.

 

მისი თქმით, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ეს კანონი ხელს შეუწყობს სწორედ დეპოლარიზაციას იმით, რომ ის სუბიექტები, რომლებიც აქამდე აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციას და რადიკალიზაციას, მომავალში ისინი თავს შეიკავებენ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაფინანსებისგან.

 

„ზოგადად, თუ ვინმეს არ აწყობს გაამჟღავნოს ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და ა.შ. ეს მისი პრობლემაა და არა საქართველოს პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს გამჭვირვალობა თავიდან ბოლომდე არის თავსებადი როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან. გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ რეალურად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის რეალობა.

 

როცა საუბარია დეპოლარიზაციაზე, ეს რეკომენდაციების პირველი პუნქტია თორმეტი პუნქტში. როდესაც ერთის მხრივ ეს პუნქტი გაქვს შემოთავაზებული ევროკავშირისგან და მეორე მხრივ ხდება პოლარიზაციის დაფინანსება გარედან, ცალკე კეზერაშვილი აფინანსებს და ა.შ. ასეთ დროს ჩანს, რომ შეიძლება ვერასდროს გახდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

 

ამ კანონის მიღებით, რეალურად ყველა დაინახავს, რომ სამართლებრივად ეს გამართულია. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და საბოლოო ჯამში ეს კანონი ხელს შეუწყობს სწორედ დეპოლარიზაციას იმით, რომ ის სუბიექტები, რომლებიც აქამდე აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციას და რადიკალიზაციას თავს შეიკავებენ მომავალში ისინი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაფინანსებისგან.

 

ჩვენ გვგონია, რომ ეს იქნება შედეგი. თუ საქართველოში პოლარიზაციის დაფინანსება გაგრძელდება ამ შემთხვევაში გამოდის, რომ წინააღმდეგობრივია თავისთავად რეკომენდაცია დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით. ანუ, სინამდვილეში არავის უნდა დეპოლარიზაცია და ხდება პირიქით პოლარიზაციის ხელშეწყობა. ჩვენთვის ეს მიდგომა არის მიუღებელი.

 

საბოლოო ჯამში, ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე იმისთვის, რომ აღარავინ დააფინანსოს საქართველოში პოლარიზაცია, მათ შორის ისეთი პროცესები, რომელიც დღეს და გუშინ წარიმართებოდა ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.