გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: რადიკალებს ფულით ნაყიდი "ომი" საკუთარ ხალხთან არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ - მაიდანი საქართველოში არ იქნება

9-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის მოწოდებებს აფასებს, რომელიც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

 

მეგრელიშვილის შეფასებით, მას შემდეგ, რაც რადიკალები მიხვდნენ, რომ შეკრებილმა მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს, ისინი ვა-ბანკზე წავიდნენ: ვაშაძემ აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირების და ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა, რაც კონსტიტუციურ ჩარჩოს სცდება.

 

როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობას“ სჭირდება სისხლი და ამ მიზნისთვის იბრძოლებს, სანამ ფინანსური რესურსი ამის საშუალებას მისცემს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მეგრელიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების - გედევან ფოფხაძის, აკია ბარბაქაძის და გიგა მაქარაშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ისმის, თუ როგორ მსჯელობენ ისინი პარლამენტის შემონის აღებაზე.

 

"რადიკალებს ფულით ნაყიდი "ომი" საკუთარ ხალხთან არ გამოგივიდათ! არც გამოგივათ! მაიდანი საქართველოში არ იქნება! შეცდომაში შეყვანილმა ახალგაზრდობამ და საზოგადოების ნაწილმა გაიაზრა და გადააფასა გუშინდელი, დღეს ნაკლები მივიდა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმები დღეს ნაკლებად ძალადობრივია თუმცა რადიკალიზმს გვერდი მაინც ვერ აუარეს- მოთხოვნები რადიკალურია! (ნაწილს მართლა სჯერა, ნაწილს დააჯერეს) რომ სახელმწიფოებრიობასა და ევროპულ მომავალს " ევროპული სტანდარტით" იცავენ.

 

ხალხმა დაშლა დაიწყო და გიორგი ვაშაძემ მათი სახელით რადიკალური მოთხოვნები დააყენა! ხვდებიან, რომ ამდენ ხალხს ქუჩაში ვეღარ გამოიყვანენ და ეს ბოლო შანსია. ვა ბანკზე მიდიან. ხალხნო, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ მოწოდება - მოახდინეთ საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება და ალყაში მოქცევა სცდება კონსტიტუციურ ჩარჩოს. ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება სისხლი, სჭირდება გვამი და სანამ ფინანსური რესურსი ეყოფათ ამ მიზნისათვის ბრძოლას შეეცდებიან! იხილეთ ვიდეო ჩანაწერი- როგორ აწყობენ პარლამენტში შეჭრის გეგმას მაქარაშვილი, ფოფხაძე და სხვები!!!" - წერს თამთა მეგრელიშვილი.