გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: არანაირი მშვიდობიანი აქცია - გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას

9-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელიც აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის დარბევისკენ მოუწოდებს.

 

მისივე თქმით, როდესაც ხალხმა დაიწყო დაშლა, შემდეგ როგორც ჩანს მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე.

 

„არანაირი მშვიდობიანი აქცია, არანაირი "კონსტიტუციური ჩარჩოები" - გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის შენობის დარბევას. ისმის შეძახილები: "ამაღამ უნდა ავიღოთ შენობა, ვინაიდან ხალხს ვერ შევინარჩუნებთ!"

 

ხალხმა რეალურად დაიწყო დაშლა, რის შემდეგ როგორც ჩანს მიღებული იქნა დირექტივა აქციის რადიკალიზაციაზე. დღეს უნდა გაწყდეს იქ, სადაცა ვიწროა. თორემ "გაწყდება" საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთმინების ვალდებულება“- წერს დავით ქართველიშვილი.