გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ცინცაძე: ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა ისწავლოთ, რომ ხალხს მისცეთ საშუალება იდგეს მშვიდობიანად, იმუქრებით სამარცხვინოდ

9-03-2023

ფოლკლორული ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელი დავით ცინცაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

დავით ცინცაძე ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ საშინელებაა ოპოზიციური პარტიების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების გამოყენება.

 

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ისწავლონ, რომ ხალხს მისცენ საშუალება ჩუმად იდგეს მშვიდობიანად.

 

„ვემიჯნები და ძალიან ცუდია მანქანის ამოტრიალება, პარლამენტის შენობაზე ხელის შეხებაც კი, ცუდია თავდაცვის უწყების წარმომადგენლების მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება და საშინელებაა ოპოზიციური პარტიების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების გამოყენება რა ჯანდაბაა - პროტესტსაც ვერ გამოხატავს ხალხი ისე, რომ საშინელი ოპოზიციური პარტიების იარლიყი არ მიეკეროს.

 

ყველა ასეთ პარტიას ვემიჯნები! ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა ისწავლოთ, რომ ხალხს მისცეთ საშუალება თუნდაც ჩუმად იდგეს მშვიდობიანად. 1 საათში არ გაგვცემთ პასუხსო და მერე იმუქრებით სამარცხვინოდ... აცადეთ ხალს!“- წერს დავით ცინცაძე.