გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში როგორ ბედავს ვინმე, რომ სამართალდამცავებისა და სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრების ძალისხმევა შეამციროს და დააკნინოს?

9-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ქადაგიძე წერს, მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი, ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

 

„მაშინ, როდესაც ამერიკაში ფაქტია და ჩვენთან აღქმად უნდათ შემოსაღება... ბაიდენის მოყვანილ ფაქტს უნდა დაუმატო 900 დაკავებული ადამიანი, რომელთა უმეტესობა წლები ვერ დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას... როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში და მთელ მსოფლიოში, როგორ ბედავს ვინმე, რომ სამართალდამცავებისა და სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრების ძალისხმევა შეამციროს და დააკნინოს?

 

მოძალადეა და კანონის წინაშე პასუხისმგებელი, ყველა ის მოქალაქე, პოლიტიკოსი, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინც ღიად უპირისპირდება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და სამართალდამცავების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.