გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს შეხვდა

9-03-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა.


მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.  


საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში. 


მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს  მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.