გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი Eagle hills-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესა და Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს შეხვდა

9-03-2023

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Eagle hills-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი მოჰამედ აბდულა ალსაიეს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული პროექტები მიმოიხილეს, რომლებში ინვესტირების სურვილიც მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გამოთქვა.


ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ დიდ პოტენციალს.
Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.


Eagle hills კი არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს 9 ქვეყანაში 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Eagle Hills -ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი წევრი აჰმად თანი რასედ ალმატრუში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.