გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ოქრიაშვილი: თქვენ, მმართველმა ძალამ, მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო; ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე

10-03-2023

„გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი. ქართველმა ახალგაზრდობამ აიძულა და უკან დაახევინახელისუფლებას, მაგრამ დღესვე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მკაცრად დასჯიან იმ ადამიანებს, ვინც პროტესტი გამოხატა და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა რუსული დიქტატურისგან. დასაჯეთ ამ კანონის ინიციატორები ივანიშვილი, კობახიძე და სხვანი! - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"ბატონებო, თქვენ გსურთ საქართველოს გადამრჩენელი ახალგაზრდები გაასამართლოთ და დაიჭიროთ?! ნურას უკაცრავად, არ გამოგივათ! თქვენ, მმართველმა ძალამ მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო. ახლა,თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე!

 

ძალიან სწრაფად, მშვიდობიანად შეიცვლება ეს ავტორიტარული, რუსული აგენტებით სავსე რეჟიმი და პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას,  მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს,ე.წ. გავრილოვის ღამის მშვიდობიანი აქციის დარბევისთვისაც. ხოლო, ის უკანონო ამნისტია, რომელიცკობახიძემ გააფორმა, გაუქმდება და ყველა პასუხს აგებს. ეს არ არის მუქარა - ეს დემოკრატიაა!

 

მალე ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას!" - აცხადებს ოქრიაშვილი.