გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტყიბულის მოსახლეობა „საქნახშირის“ დირექტორს: შენ ხარ სატანა მოსული, მკვლელი ხარ, თხუთმეტი კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი

19-07-2018

მეშახტეები ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდენ. აქციის მონაწილეები დეპუტატს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვდნენ. მათი თქმით, მამუკა ბახტაძის დაპირებამ ("ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი") დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს.


ამასთან, აქციის მონაწილეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელს ჯამბულ ჯაყელს დაუპირისპირდნენ. მეშახტეებმა  ჯაყელს თანამდებობიდან გადადგომა  პირადად მოსთხოვეს. ტყიბულელების აზრით,  იმაში, რომ მინდელის შახტში უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული, ადმინისტრაციაა დამნაშავე.

„სინდისი არ მომცემდა აქ მოსვლას. შენ ადგილას, იმ დღესვე დავტოვებდი ტყიბულს და აქედან წავიდოდი. შენ ხარ სატანა მოსული, მკვლელი ხარ, თხუთმეტი კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი“- მიმართა „საქნახშირის“ ხელმძღვანელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თავად „საქნახშირის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი მზადაა დატოვოს თანამდებობა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა „საქნახშირში“ პრევენციოული ღონისძიებები დასრულებულ სახეს მიიღებს.


„ყველა გადავდგებით თუ საჭირო იქნება, პირადად მე მზად ვარ დღესვე გადავდგე.  ავარიულ რეჟიმში ვართ.  ტექნიკური პერსონალი უსაფრთხოების ღონისძიებებს ატარებს.  ტარდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, აქციის მონაწილეებსაც დავპირდი და ვუთხარი, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელთა გადადგომასაც ისინი მოითხოვენ, გადადგება. მათ შორის მეც, არ ვაპირებ თანამდებობაზე დარჩენას“- განაცხადა ჯაყელმა.