გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლომჯარიამ საკუთარი თავის პატივისცემა მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა - ნინო წილოსანი

10-03-2023

დეპუტატი ნინო წილოსანი ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ლომჯარიამ აღნიშნა, რომ არ დადგება იქ, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება და არ აპირებს მათ მიესალმოს.


„თურმე ნინო ლომჯარია გამარჯობის თქმას არ აპირებს და გეგმავს შემარცხვინოს, სადაც მნახავს… მინდა განვუმარტო, რომ გამარჯობის თქმა, გარკვეული ტრადიცია, ეტიკეტი და პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა, რომელიც ფაქტია მაშინ დაკარგა, როცა მიხეილ სააკაშვილის მსახური გახდა. მეორეც, მუქარა იმ ადამიანისგან, რომელიც სურვილს გამოხატავდა, საქართველოში ბომბების ცვენა ყოფილიყო და ამის გამო წუხდა, არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ მისი ანტისახელმწიფოებრივი და მტრული იდეოლოგიის ნაწილი არ ვარ და ეს უკვე ძალიან კარგია.


აქვე, ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველი, სინამდვილეში უფრო მეტი რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ფლაგმანი რომ არის, ნეტავ ათვითცნობიერებს, ხელისუფლებაში რომ იყოს, იქნებ საერთოდ დაგვხვრიტოს ან გადაგვასახლოს?

პ.ს ლომჯარიას მუქარის მერე ველოდოთ სააკაშვილის, ახალაიას, ადეიშვილის და მეგის ქარდავას მუქარებს. კიდევ კარგი, რომ არც მათი და არც სხვა გამარგინალებული „ნაცების“ მუქარის ამ ქვეყანაში აღარავის ეშინია, ეს 2012 წლის შემდეგ წარმატებით უზრუნველვყავით!“, - ამბობს წილოსანი.