გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ყოფილი „ვითომ სახალხო დამცველი“ ყველაზე რეიტინგულ არხს „იმედს“ არ აღიარებს, „აბულინგებს“ ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება - ვლადიმერ ბოჟაძე ლომჯარიაზე

10-03-2023

„უფლებადამცველი ნინო ლომჯარია არ აღიარებს მედიას, „აბულინგებს“ ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება. სამაგიეროდ აღიარებდა ნიკა გვარამიას მიერ გაძარცვულ და გაკოტრებულ „რუსთავი 2-ს“, ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით შექმნილ „ფორტუნას“, გაურკვეველი ფინანსებით გაძლიერებულ ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოს „ტვ პირველს“!- ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ფეისბუკსტატუსს, რომლის თანახმად ლომჯარიამ აღნიშნა, რომ არ დადგება იქ, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება და არ აპირებს მათ მიესალმოს.


„ყოფილი „ვითომ სახალხო დამცველი“ თურმე არ აღიარებს „იმედს“ და „პოსტივის“, მათ ჟურნალისტებს და თანამშრომლებს, არ თვლის თურმე ადამიანებად! არ აღიარებს 2007 წელს დარბეულ, მიწასთან გასწორებულ, მეპატრონისთვის წართმეულ და 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებულ, ყველაზე რეიტინგულ არხს არ აღიარებს! უფლებადამცველი ნინო ლომჯარია არ აღიარებს მედიას, „აბულინგებს“ ჟურნალისტებს და თან ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება. სამაგიეროდ აღიარებდა, ასევე მეპატრონისთვის წართმეულ და ნიკა გვარამიას მიერ გაძარცვულ და გაკოტრებულ „რუსთავი 2-ს“, „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურს „მთავარი არხს“ ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით შექმნილ „ფორტუნას“, გაურკვეველი ფინანსებით გაძლიერებულ ტყუილის და ცილისწამების სიმბოლოს „ტვ პირველს“!

ახალგაზრდები და სტუდენტები ევროპას და ევროპულ ღირებულებებს ითხოვდნენ და არა 1937 წელს, ნაციონალური მოძრაობის რევანშს, დასაჭერთა, დასახვრეტთა და გასაკულაკებელთა სიის დაწერას კი არა! 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა გააგრძელეთო პარტნიორებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისთვის და რევოლუციისთვის მუშაობა არ უთქვამთ, ასევე შეამცირეთ პოლარიზაცია გვითხრეს, უფლებადამცველები ფაშისტებად, ბოლშევიკებად და ვანო მერაბიშვილს გეგმის ნაწილად იქეცითო არც ეგ უთქვამთ. სამოქალაქო სექტორმა და მედიამ თქვენი ადგილი და ფუნქცია იცოდეთო ეგ კი ნამდვილად გითხრეს, დაუჯერეთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ზღვარი არ გადალახოთ, ხოლო თუ პოლიტიკა გინდათ ქურქუმალ ვაითის პარტია გელოდებათ, ისედაც დიდი ხანია მათი თანამოაზრეები ხართ!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.


ცნობისთვის, 10 მარტს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა და აღნიშნა, რომ  აღარ ეტყვის მათ გამარჯობას, არასდროს დადგება იქ, სადაც იქნებიან მმართველი გუნდის წევრები და თუ სადმე შემთხვევით ნახავს, მშვიდად ეტყვის, რასაც ფიქრობს მათზე.

„აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“ და „ალტ ინფო“ - დასძინა ლომჯარიამ.