გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე ჩერგოლეიშვილზე: „აღვირახსნილი ევროპელები“ მზად არიან, კანდიდატის სტატუსზეც უარი თქვან, ოღონდ ეს „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს

11-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება.

 

„აღვირახსნილი ევროპელები“ მზად არიან, კანდიდატის სტატუსზეც უარი თქვან, ოღონდ ეს „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს. „ჩემი ამოცანა უსაფრთხოება და თავისუფლებაა და არა კანდიდატის სტატუსი, რომელიც არ ჰყოფნის უსაფრთხოებას და თავისუფლებას-წევრობამდე შორ გზას მიტოვებს“. ეს განცხადება ეკუთვნის გიგა ბოკერიას მეურვე თამარას. ქალბატონი ჩერგოლეიშვილი აპირებს „ხალხის ძალაში“ შემოსვლას, რადგან მისთვის პირველადი ამოცანა, უსაფრთხოება და თავისუფლება ყოფილა)))) ოღონდ, ქალბატონი თამარა მხოლოდ ერთი განსაკუთრებული კრიტერიუმით ვერ აკმაყოფილებს „ხალხის ძალის“ ღირებულებებს - ჩვენთვის უსაფრთხოებას და თავისუფლებას, საქართველოს სუვერენიტეტი განაპირობებს და არა კანდიდატის სტატუსი!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

ცნობისთვის, ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მეგობრებო, თუ ამ უკანდახევაში ბიძინამ ავტორიტარიზმი გაიპრავა, ნორმალიზაცია და კანდიდატის სტატუსი მიიღო - ჩათვალეთ რომ პიროსის გამარჯვებას ზეიმობთ და თან გიხარიათ.

 

P.S. გახსოვდეთ მელიას დაჭერა და ოპო სპექტრის კაპიტულაცია“.