გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს - გოგა ხაინდრავა

11-03-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. 


„კანადის მთავრობა სარეგისტრაციო სისტემის შემოღებას გეგმავს. რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება. არიქა! მადამ სალომე, ლომჯარია, ხაბე, კიკუ, სამშობლოს გადამრჩენებო! იღუპება კანადა რუსულ კანონს იღებს! გვიშველეთ!“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე. 

ცნობისთვის, კანადის მთავრობა აპირებს შემოიღოს სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში გავრცელდა. 


გავრცელებული ინფორმაციით, რეესტრი, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციას მოემსახურება. 


უცხოური მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. 


ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი მალე გახდება. ასეთი რეესტრის მიხედვით, კი ადამიანები, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად, უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, უნდა გაამჟღავნონ კავშირები იმ მთავრობასთან, რომელიც მათ ასაქმებს.