გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პუტინი: ვინც გამწვავებაზე მიდის და უკრაინის ან საქართველოს ალიანსში ჩართვისკენ მიისწრაფვის, შედეგებზე დაფიქრდეს

19-07-2018

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ბაზების განთავსება საფრთხეს წარმოადგენს, რაზეც მისი ქვეყანა რეაგირებას მოახდენს.
პუტინმა ის ქვეყნები გააფრთხილა, რომელიც უკრაინის ან საქართველოს ალიანსში ჩართვისკენ მიისწრაფვიან.
ამის შესახებ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან და მუდმივმოქმედ წარმომადგენლებთან თათბირზე განაცხადა. 
„ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაღები თანამშრომლობის გაფართოებასა და ნდობის აღდგენაშია, და არა რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ბაზების განთავსება. მსგავს აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, რუსეთისთვის, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ.
ჩვენი კოლეგები, რომლებიც გამწვავებაზე მიდიან და მიისწრაფვიან მათ შორის უკრაინის ან საქართველოს ალიანსის სამხედრო ორბიტაზე ჩართვისკენ, კარგი იქნებოდა დაფიქრდნენ ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“- განაცხადა პუტინმა.