გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა სავიკ შუსტერის ინტერვიუს შესახებ: ომი გინდათ? - რეალობაა და სიმართლე

12-03-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინელი ჟურნალისტის, სავიკ შუსტერის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „არ ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია“.

 

როგორც ექსპერტი წერს, ასე რომ, ომი გინდათ? რეალობაა და სიმართლე".

 

“რა ომი გინდათ? ამაზე რომ იცინის ოპოზიცია და თურმე გვეჩვენება და ვიგონებთ. აი კიდევ ერთი ფაქტი, შუსტერი პირდაპირ ამბობს, რომ მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება არ შევა რუსეთთან კონფლიქტში, აი ოპოზიციას რომ გაემარჯვა, მიშა გამოვიდოდა და მეორე ფრონტის გახსნაც გარდაუვალი იქნებოდაო. ასე რომ, ომი გინდათ? რეალობაა და სიმართლე”- წერს ნინო ფოჩხუა.