გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კახეთში წელს 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

12-03-2023

მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული  პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე.

 

თენგიზნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხების წყალგამანაწილებლებს და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. სამუშაოები იგეგმება ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

 

საქართველოს მელიორაციამ,2012 წლიდან დღემდე, კახეთის რეგიონში, 59,9 მლნ ლარის ღირებულების 96 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. შედეგად, რეგულარულად, 18 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება, ხოლო  წყლის მიწოდება 13 300 ჰექტარზეა გაუმჯობესებული.