13-03-2023
ძალიან რთული ვითარებაა, დღეს მთელი მსოფლიოა ჩართული უკრაინის ომში, რუსეთი და დასავლეთი, ძალიან დიდი დაპირისპირების წინაშე დგას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, რეალურად დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა.
„მე ასევე მინდა, ამ ბავშვების მშობლებს მივმართო, ყველას. ძალიან რთული ვითარებაა, დღეს მთელი მსოფლიოა ჩართული უკრაინის ომში, რუსეთი და დასავლეთი, ძალიან დიდი დაპირისპირების წინაშე დგას და რეალურად დაბრუნდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და ბირთვული ომის რიტორიკა. ამ დროს ჩვენ, პატარა ქვეყანა, 4 მილიონიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი გონიერებით, ჩვენი ერი და ვიცით, როგორ გადავრჩეთ, სად მივექანებით, სად მიგვაქანებენ ეს ადამიანები. ან მაგალითად, მითხრეს, მომივიდა ცნობები, რომ რამდენიმე ათეული უკრაინაში მებრძოლი დაბრუნდა საქართველოში. რა უნდა გააკეთონ, რა ილუზია აქვთ საერთოდ ამ ადამიანებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.