გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა

13-03-2023

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის უწყებისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.


ტაძარი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ აკურთხა, რის შემდეგაც წმინდა ჟამის წირვა აღევლინა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის სახელობის ტაძარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით, ასევე პირადი შემადგენლობის ჩართულობით აშენდა.


მოგვიანებით მინისტრი აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა სასადილო, სადაც კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.