გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილებით ნათლად ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, ხოლო ამ ყველაფრის მომწყობმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთ შანსს რევოლუციაში ხედავენ

13-03-2023

„ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილებით, ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, ხოლო იმ ძალებმა, რომლებმაც ეს ყველაფერი მოაწყვეს, აჩვენეს სისუსტე და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ასე ნანატრი ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთ შანსს რევოლუციაში ხედავენ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

ის, ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

 

„ყველამ მოვისმინეთ საქართველოს ყოფილი პრემიერისა და ყოფილი შს მინისტრის - ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელიც პირდაპირ ომს აანონსებდა, ასევე აქციაზე ვიხილეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტი პარტიის წარმომადგენლები, ასევე, ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ, კვლავ მოვისმინეთ მოწოდებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ცდილობენ ამ არეულობის გამოყენებას მათთვის ხელსაყრელი მიზნით, საქართველოს ომში ჩართვისთვის. ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, დავრწმუნდით, რომ დიახ, ამ პროცესებში ჩართულნი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც აფილირებულნი არიან „ნაცმოძრაობასთან“ და ამ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ, თუმცა ასევე იყო მეორე, გულწრფელი ნაწილი, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი.

 

სწორედ ეს გულწრფელი ბავშვები, რომლებსაც ეგონათ, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა მათ თავს, აიფარეს ფარად იმ ექსტრემისტულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობდნენ, ძალის გამოყენებით, პროვოკაციებზე წასვლით, საქართველოს სახელმწიფოებრივს შერყევას. მშვიდობიანი პროტესტი ყველას შეუძლია, თუმცა ეს არ უნდა გადადიოდეს ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებაში. ჩვენ დავინახეთ მოლოტოვის კოქტეილების სროლა, მცდელობა, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის წაეკიდებინათ ცეცხლი... საბედნიეროდ, ოპერატიულად იქნა ასეთი მოვლენები აღკვეთილი. ასევე იყო ჯებირების განგრევისა და გარღვევის მცდელობა და ა.შ. ეს ყველაფერი არის ძალადობა და თითოეულმა ახალგაზრდამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ძალადობისკენ მოწოდება ჩვენს ქვეყანაში არის დანაშაული. პროტესტის გამოხატვა მშვიდობიანი ფორმით შეიძლება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხულიგნობა იქნება, მანქანების დაწვა, მინების ჩამსხვრევა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა თუ სხვა, ეს არის დანაშაული და, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ დანაშაულს პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.