გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: მიზეზების მძებნელებისთვის, არავითარი მნიშვნელობა, რომ არ ჰქონდა რა კანონი იქნებოდა, ეს უკვე გასაგებზე გასაგებია

13-03-2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეორგოლს, სადაც განმარტებულია, თუ რა ეწერა იმ კანონპროექტში, რომელიც საზოგადოების მღელვარების გამო, მმართველმა გუნდმა პარლამენტიდან გაიწვია.

 

მისი თქმით, პარლამენტის აღების და სამართალდამცველებზე მოლოტოვის კოქტეილებით ანგარიშსწორების მსურველებისთვის, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა ეწერა რეალურად წარმოდგენილ კანონპროექტში.

 

„ეს განსაკუთრებით იმათ ეხებათ ვინც იძახოდით და ამტკიცებდით გინდა თუ არა რუსული კანონია, და წაკითხულიც არ ჰქონდათ! ეს იმათ ეხებათ, ვინც ამტკიცებდით ამ კანონს თუ მივიღებთ დასრულდა ჩვენი ევროპელობა და ცხოვრებაო! ყველაზე უფრო კი იმათ ეხებათ აი, ამ კანონის გამო, პარლამენტის აღება, და მოლოტოვის კოქტეილებით სამართალდამცავებზე ანგარიშსწორება რომ გადაწყვიტეს.

 

5 სხვადასხვა ნავში მსხდომებს, გემიდან გაქცევის მომლოდინეებს და მიზეზების მძებნელებისთვის, არავითარი მნიშვნელობა, რომ არ ჰქონდა რა კანონი იქნებოდა, ეს უკვე გასაგებზე გასაგებია! ამისთვის ანგრევდით ქვეყანას?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.