გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მთავრობის სხდომაზე "მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს

13-03-2023

მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების“ შესახებ განკარგულების პროექტი მიიღეს.

  • აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით.

 

  • საქართველოს დასახლებულ ადგილებში მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობაა, თუმცა, ბოლო პერიოდში, მეტი ყურადღება ექცევა რეკრეაციული ზონების მოწყობის აუცილებლობას. ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეების შექმნით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

  • აღსანიშნავია, რომ, დღეისათვის, მუნიციპალიტეტებს, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ურბანული ტერიტორიების გამწვანებისთვის ერთიანი სრულყოფილი სისტემა არ გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა, ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე,მოამზადეს ურბანულ სივრცეებში გამწვანებისთვის გამოსაყენებელი მცენარეების სახეობათა სია. სამუშო პროცესში ჩართული იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები. ყველა რეგიონისთვის შეირჩა დასარგავად განსაზღვრული როგორც კულტივირებული და დეკორატიული, ასევე ადგილობრივი სახეობის მცენარეები, თითოეული რეგიონის მიკროკლიმატის გათვალისწინებით. აღნიშნულ ნუსხაში არ შედის მცენარეთა ის სახეობები, რომელთა დარგვა შესაძლოა არასასურველი იყოს ინვაზიური, ტოქსიკური თუ სხვა მიზეზების გამო.არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები.

 

  • არსებული პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავებულია შერჩეული მცენარეების დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ რეკომენდაციები.