გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოთარ შამუგია: იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა

13-03-2023

„ბოლო ორი თვის, იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე.


„ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი ჩვენ დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში. ასევე9 თვის მაჩვენებლებში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა).


სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და ამ პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.