გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი: მადლობა ღმერთს, ჩვენს ახალგაზრდებში ამუშავდა ის რეცეპტორები, რომელთაც ბლოკავდა რევოლუციის მოწყობით დაინტერესებული ძალა - მათაც კი, ვინც რადიკალების პროპაგანდას წამოეგო, კანონპროექტები წაიკითხეს და კითხვების დასმა დაიწყეს

13-03-2023

„ვანო მერაბიშვილს ან წამოსცდა ის, რაზეც ყველა ფიქრობს, ან კეზერაშვილთან ერთად თამაშის საკუთარი წესების დანერგვას ცდილობს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი არც მამულს, არც ენისა და არც სარწმუნოების დაცვა არაა. შესაბამისად, მათ დარჩათ ერთი მიზანი - არეულობა, გადატრიალება და პროუკრაინული ხელისუფლების შექმნა ქვეყანაში.

 

„ჩემი აზრით, აქ არის ორი ვარიანტი: პირველი - ვანო მერაბიშვილს წამოსცდა ის, რასაც მთლიანი სპექტრი ნაციონალური მოძრაობისა თავისი განშტოებებითა და არასამთავრობო სექტორით მიზნად ისახავს, უბრალოდ ამის შესახებ ღიად არ უნდა ესაუბრა; ან მეორე - მერაბიშვილი და კეზერაშვილი ცალსახად ემიჯნებიან დანარჩენ გუნდს და თამაშის საკუთარ წესებს აჟღერებენ, აანონსებენ საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე.

 

პირველ შემთხვევაშიც და მეორეშიც მთავარი მიზანი არის ერთი და იგივე - როგორც ვანო მერაბიშვილმა აღიარა, საქართველოში უნდა მოვიდეს არა პროდასავლური, არამედ პროუკრაინული ხელისუფლება. ჩვენ, ვისაც რეალურად გვესმის, რა ხდება საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ გვეუბნება, რამდენად უსამშობლო მასასთან გვაქვს საქმე. რადგან არანაირი ქართული, ეროვნული ტერმინები - არაფერი ჭრის ამ მასაზე, რადგან დღეს რაც არ უნდა ილაპარაკო ქართულ თემაზე, ყველაფერს შერაცხავენ გაუკუღმართებულად და ყველაფერს მიაკერებენ აი, ამ სტიგმას - რუსული. მამული, ენა, სარწმუნოება - რომელი არის მათთვის დასაცავი? მამულია დასაცავი იმ ძალებისთვის, რომლებიც პროუკრაინულ ხელისუფლებაზე ოცნებობენ საქართველოში? სარწმუნოება არის დასაცავი მათთვის, ვინც ვანდალიზმით იყვნენ დაკავებულნი ქაშვეთის ეკლესიასა და მის ღობეზე? თუ ენა? - როდესაც მიმართავ მათ ქართულ ენაზე, ქართულად წერ ეროვნულ, ქართულ კანონებს და უმეტესობამ ვერც წაიკითხა, ანუ ენასთან აქვთ პრობლემა, ხომ?! ხოლო ვინც კი წაიკითხა, როგორ შეიძლება, რამე რუსული ამოეკითხა, მაგრამ ეგეც შეძლეს და ამოიკითხეს. არა მამული, არა ენა, არა სარწმუნოება. რა დარჩათ? - არეულობა, გადატრიალება, პროუკრაინული ხელისუფლების შექმნა. სად? - საქართველოში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი ზუსტად, განაწყენებულნი არიან თუ გაბრაზებულნი ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებაზე მისი გუნდის ყოფილი, თუ ამჟამინდელი წევრები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: მას ან წამოსცდა ის, რაზეც ყველა ფიქრობს, ან კეზერაშვილთან ერთად თამაშის საკუთარი წესების დანერგვას ცდილობს ამ ველზე. რაც ხდებოდა ამ კანონპროექტთან მიმართებაში, იყო ძალიან სახიფათო თამაში ჩვენი ახალგაზრდების ემოციებთან.

 

მათ საზღვარგარეთიდან, პრეზიდენტის სახელით შემოუგდეს სტიგმა, რომლითაც იძალადეს მათ ცნობიერებასა და აზროვნებაზე. რა თქმა უნდა, ამგვარად ახალგაზრდები, რომელთაც კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ელემენტები ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული, ჩვენში მოღალატეს დაინახავდნენ. მადლობა ღმერთს, ბოლო დღეებში ჩვენს ახალგაზრდებში ამუშავდა ის რეცეპტორები, რომელთაც ბლოკავდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობით დაინტერესებული ძალა. მათ მართლა დაუსვეს ერთმანეთს კითხვები: თუ ეს შეიძლება მოხდეს კანადაში, ბრიტანეთში და ევროკავშირში, იგივე თემა რატომ არის ჩვენთან სტიგმატიზებული და გაიგივებული იმასთან, რასთან შეხებაც, მათი ბელადებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვქონია - რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებთან?“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.