გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში კომპოზიტორის ჯემალ ბეგლარიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

20-07-2018

სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ფასადზე ჯემალ ბეგლარიშვილის მემორიალური დაფა მისმა შვილებმა გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპოზიტორის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, ქალთა კაპელისა და გორის ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელები და წევრები ესწრებოდნენ. 

მათი ინფორმაციით, გახსნის ცერემონიის დაწყებამდე, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში ქალთა კაპელამ და გორის ბავშვთა გუნდმა ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონიძიება გორის მერიის დაფინანსებითა და „კულტურისა და ხელოვნების აღორძინების შიდა ქართლის ფონდის“ ორგანიზებით მოეწყო.

„ჯემალ ბეგლარიშვილი 2017 წელს 77 ასაკში გარდაიცვალა. მან 1967 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
კომპოზიტორმა პედაგოგიური მოღვაწეობა გორის სამუსიკო სასწავლებელში 1965 წლიდან დაიწყო. მას შექმნილი აქვს კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სიმებიანი კვარტეტი, საბავშვო საფორტეპიანო პიესების ციკლი, ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "ორი მონოლოგი" მთხრობელის, სოპრანოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, "ფრესკები" ვოკალური ციკლი მეცო–სოპრანოს, ფორტეპიანოსა და ზანზალაკებისათვის, საგუნდო ნაწარმოებები – ქალთა გუნდისათვის ა–კაპელა, მუსიკა სპექტაკლებისათვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"