ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

20-07-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, დაურეგისტრირებელ ცირკულ სახერხზე მორის გადამუშავების ფაქტი დაფიქსირდა, ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეოურნეობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 18 ივლისს ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

,,დაურეგისტრირებელ ცირკულ სახერხზე მორის გადამუშავების ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ტერიტორიაზე 120სმ 47 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.“ - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებაში.

"შიიდა ქართლი"