30-11-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებულმა ხ.ნ.-მ ბოლნისში, დაბა თამარისში 2017 წლის მარტში ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით ცოლს ე.გ.-ს თექვსმეტი დაზიანება მიაყენა სხეულის სხვადასხვა ადგილში, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
"საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიიჩნია, რომ ხ.ნ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით სურდა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა სისასტიკით, ითვალისწინებდა შედეგებს და შეგნებულად უშვებდა მას, შესაბამისად სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში." - აღნიშნულია სასამაღტლოს განცხადებაში.
მამაკაცს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი.
წყარო: inforustavi.ge