გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნინოწმინდაში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

20-07-2018

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდთა საქმეთა სამსახურის მიერ სოფელ სათხაში 17დან 20 ივლისის ჩათვლით მინი ფეხბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა. 
ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ ნინოწმინდის, ახალქალაქის და წალკის მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილი გუნდები.
ტურნირზე სულ 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას, აქიდან 13 გუნდი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან იყო, 2 გუნდი ახალქალაქის, ხოლო 1 გუნდი წალკის მუუნიციპალიტეტიდან იღებდა მონაწილეობას.
საპრიზო ადგილებისთვის თამაში 20 ივლისს შედგა, რომელსაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ქალბატონი ანი მოსოიანი ესწრებოდა, ფინალში ერთმანეთს ახალქალაქის და ხოჯაბეგის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ახალქალაქელთა გუნდმა მოიპოვა, ხოჯაბეგის გუნდი მეორე ადგილას გავიდა, ხოლო მესამე ადგილს ახალქალაქის ახალგაზრდული გუნდი "აბული" დასჯერდა. 
გამარჯვებულ გუნდებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას მიერ გადაეცათ სიგელები და მედლები, ხოლო ჩემპიონ გუნდს მერმა ქალბატონმა ანი მოსოიანმა თასი გადასცა.
ნინოწმინდის კულტურის ცენტრთან არსებული მედოლეების ჯგუფის მიერ საზეიმოდ გაიხსნა თამაში.
საუკეთესო მოთამაშეებს კი გადაეცათ ინდივიდუალური ჯილდოები, რომლის საშუალებითაც მოხდა ახალგაზრდა თაობების წახალისება და სპორტული ცხოვრებისკენ მოწოდება.