გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბექა ოდიშარია: როცა დასჭირდათ, ფსევდო პროამერიკელმა ძალებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დრაკონულია "ფარა", რომ ამ კანონების მიღების შემთხვევაში ევროპაში ვინ მიგვიღებდა

16-03-2023

როცა დასჭირდათ, ფსევდო პროამერიკელმა ძალებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დრაკონულია "ფარა", რომ ამ კანონების მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროპაში ვინ მიგვიღებდა და ზოგადად, ჩვენ ამერიკა გვინდა? ამ კითხვას პირდაპირ სვამდნენ. ამ ხალხის ზნე და ჩვეულება ასეთია - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ტვ „აჭარაზე“ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.

 

"მე და ჩვენი გუნდის წევრებიპროდასავლელები  ვართ ჩვენი რწმენით, მუშაობით, ყველანაირი ჩვენი განხორციელებული აქტოვობით. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მითხრეს, კანდელაკი დარბოდა და თხოვდა,  „ქართული ოცნების“ პირობებში ხელი არ მოუწეროთ ასოციაციის ხელშეკრულებასო, ვიზალიბერალიზაციას, ღრმა და  ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას თავი დავანებოთ. დღეს ჩამოდის 12 რეკომენდაციის პასუხი ვენეციის კომისიიდან ორ ძალიან მნიშვნელოვან კანონზე, პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის, მოუწოდებს მთელ ოპოზიციას ერთად მუშაობისკენ და ერთნი აანონსებენ დესტრუქციულ გამოსვლებს და კვლავ ალბათ იქნება მოლოტოვის კოქტეილები, სასტვენები და ყველაფერი ის, რაც იქ ვნახეთ. როგორ ბედავენ, 9 აპრილის დროს შუშა არ ჩატეხილა, 9 აპრილის მეორე დღეს ადამიანები პურს აწვდიდნენ იმ ხალხს, ვინც გაუთვითცნობიერებელი იყო. მეორე ჯგუფი ჩაბრძანდა თვითმფრინავში, გაფრინდნენ რომ რამენაირად ფეხი დაუდონ საქართველოს.

 

ეს ხალხი ხომ მეტი არაფერზე დადის ევროპაში. რა დიპლომატები არიან? თავის ცხოვრებაში მავნებლობის გარდა საქართველოსთვის არაფერი რომ არ გაუკეთებია და რომ გვაყვედრის, სალამს არ გვაძლევს, დიდი დიპლომატი რომ გვყავს, ახლა წავა, ერთი სული აქვს ალბათ წრე დაარტყას ევროპაში, თუ კიდე დარჩათ ვინმე ნაცნობი, სამადაშვილს ვგულისხმობ თუნდაც და ბევრი სხვა ადამიანი, აიკრიფებიან, აღიზიანებენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინას, იმდენ ტყუილს თესავენ.  გაიხსენეთ, რას იძახდნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ფრაქციის თავმჯდომარეები - თითქოს ჩვენ გვაქვს შავი ხვრელები, რაღაც ფულს ვაგენერირებთ, რომლითაც იყიდება შემდეგ ყუმბარები და ბომბები, ამაზე მეტი ღალატი რა უნდა ჩაიდინონ ცხოვრებაში? ასეთმა ხალხმა მოკლა ილია ჭავჭავაძე, მაშინ უბრალოდ არ იყო ის ორი ტელევიზია, ახლა რომ მოქმედებს, იყო ორი სოციალისტური გაზეთი, რომლებიც ბეჭდავდნენ, რომ თურმე ილია ჭავჭავაძეს ისე სძულდა ქართველი გლეხი, რომ ცივ ზამთარში თავზე კოკით ცივ წყალს ასხამდა.

 

ეს ხალხი ასხამს იმ ტყვიას, რომელსაც ესვრის საქართველოს. ჩვენი შვილები ყველა ევროპული აზროვნების არიან, ისინი აუცილებლად გაიზრდებიან ისეთი ქართველი ევროპელები, რომლებიც წავიდნენ, ისწავლეს, დაბრუნდნენ. ჩემთვის ძალა ევროპაშია, მაგრამ ძალა სამართლიანობაშია, კანონის უზენაესობაშია“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.