გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: რამდენიმე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი - ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი

16-03-2023

რამდენიმე დეპუტატმა ჩვენმა კოლეგამ, ჩვენმა მეგობრებმა, მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი - ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბევრმა დეპუტატმა ბოლო მომენტში, გუნდურობიდან გამომდინარე მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

 

„იმდენად მძიმე იყო წნეხი არა მარტო მათზე პირადად, საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხს რაღაცნაირად ყველა გაუძლებთ, მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან ბავშვს, შვილს, არ არის ადვილი ასეთი წნეხის გაძლება. ფაქტი იყო, ამაზე ბრიფინგზეც ვისაუბრე, 8 წლის ბავშვი წარმოიდგინეთ, არის სკოლის მოსწავლე და მისი პედაგოგი წერს facebook - ში იმის შესახებ, რომ ამ ბავშვის მშობელი არის მოღალატე. წარმოიდგინეთ ფაშიზმის ხარისხი, ასეთი რამ, გერმანიაში არ უკადრიათ „ნაცისტებს“ გასული საუკუნის, 40-იან წლებში. ფაშიზმის ხარისხი იყო, უმაღლესი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, ამ ფაშიზმის ლუსტრაციაც იყო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.