20-07-2018
ხადას ხეობაში მოკლულ სმიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკრძალავენ.
ისინი აეროპორტში უკვე გადაასვენეს.
ცხედრების ტრანსპორტირება ჯერ კიევში მოხდება, შემდეგ კი აშშ-ში გადაასვენებენ.
ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რომელ ქალაქში დაკრძალავენ სმიტების ოჯახს, კონფიდენციალურია.
შეგახსენებთ, რომ ხადის ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახი 7 ივლისს იპოვეს. მათ მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის მწყემსი, მალხაზ კობაურია, რომელმაც თავდაპირველად ბრალი აღიარა, შემდეგ კი უარყო.