გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16-03-2023

ქალაქ კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის სიგრძე 619 გრძივი მეტრია შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. ქუჩაზე მოეწყობა რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები, ეზოში შესასვლელები და დაიგება 2 ფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი.

 

პროექტი, რომლის ღირებულება 293 484 ლარია რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

 

„ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით შეძლებენ“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ, რომელმაც მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად მოინახულა.