გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ComCom-მა „ბი ემ ჯი" გააფრთხილა

16-03-2023

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ბი ემ ჯი" „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის" მხრიდან „ბი ემ ჯის" მომსახურეობის შესყიდვას და პოლიტიკური პარტიის მიერ დაფინანსებული სიუჟეტის ეთერში განთავსებას, რისი უფლებაც მას კანონმდებლობით არ ჰქონდა.


კომუნიკაციების კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ მიიჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, პროგრამების დაკვეთა და გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ ბი ემ ჯი" წერილობით გააფრთხილა.