გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე მწერლების და გამომცემლების მიერ იუნესკოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაზე: დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე

17-03-2023

"წითელარმიელი ინწელიგენციის" "ტროიკები" არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე 126 ქართველი გამომცემლის და მწერლის მიერ იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის თაობაზე გაგზავნილ მოთხოვნას.


მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები საზოგადოებისთვის პატივსაცემი პიროვნებების მიმართ კანონზომიერია, ვინაიდან მოთხოვნაზე ხელმომწერი ფსევდოლიბერალები საკუთარ პოფესიაში “ლუზერები” არიან.


აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მსგავსი ქმედებები წარუმატებლობისთვის აროს განწირული.


"წითელარმიელი ინწელიგენციის" "ტროიკები" არ ცხრებიან და ახალ-ახალ პეტიციებს წერენ მათთვის მიუღებელ ღვაწლმოსილ ქართველებზე. დავით კაჭარავას შემდეგ ამჯერად სამიზნეში ამოიღეს პიანისტი ელისო ბოლქვაძე. ეს კანონზომიერიცაა, როცა თავიანთ სფეროებში უკიდურესი 'ლუზერები' არიან და ნაცმედიაც კი ვერ 'აპიარებს' სათანადოდ, თავს ესხმიან საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანებს. კანონზომიერება ისიცაა, რომ ფსევდოლიბერალი ფაშისტი არარაოებების კონვულსიური ფაფხური მათთვის ყოველთვის ფიასკოთი მთავრდება ნებისმიერ ნაცსცენარში” - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.