გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფანჩატურთან ახლოს ხელყუმბარიანი კასრი აღმოაჩინეს

30-11-2017

სოფელ კვირიკეში, ფოტოებზე ნაჩვენებ ადგილას, სამართალდამცველებმა მიწაში ჩამარხული კასრი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასრში ხელყუმბარა იყო. 

ბრალდების მოწმეები ყვებიან, რომ თურქეთის მოქალაქე ბუნებაში მწვადის შესაწვავად წავიდა. სავარაუდოდ, აღნიშნული კასრი, საბრძოლო იარაღთან ერთად,  მიწაში სწორედ ამ დროს ჩამარხა.


 

33 წლის ქალის ასაყვანად პოლიციამ სპეცოპერაცია 25 ნოემბერს ჩატარდა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავებულის კავშირს სწავლობენ.


 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიებაა ამ ეტაპზე 236-ე მუხლით აწარმოებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.

შსს სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა. 


წყარო: "აჭარის ტელევიზია"