გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროკურატურამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

19-03-2023

საქართველოს  პროკურატურამ,  ფინანსური სარგებლის მიღების  მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  სარეკლამო კომპანია შპს ,,პრო მედიას"  ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია  კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის"  პლასტიკური ბარათიდან 345,303.07 ამერიკული დოლარი  მის მიერ შექმნილ გუგლის ანგარიშებზე გადარიცხა.  აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს ,,პრო მედიას" დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა.  


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების  მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.