ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა თანატოლის განზრახ მძიმე დაზიანების გამო ნასამართლევმა თორნიკე შუკაკიძემ სცადა, რომელიც თსუ-ს სტუდენტი არ არის - „ქრონიკა“

19-03-2023

„პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციის ჩატარების დროს პროვოკაციის მოწყობა სცადა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტშია საუბარი.


„ქრონიკის“ ინფორმაციით, თორნიკე შუკაკიძე წლების წინ სწავლობდა სეუ-ში, ახლა კი სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. შუკაკიძე ნასამართლევია თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო.


„სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ შუკაკიძეს გარედან ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მუმლაძე. ფაქტი ფეისბუკპოსტით გიორგი მუმლაძემაც დაადასტურა.


თორნიკე შუკაკიძესა და სტუდენტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ირაკლი კობახიძის სტუდენტებმა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აუდიტორიიდან გააძევეს. პროვოკაციის მცდელობის მიუხედავად, ლექცია მაინც ჩატარდა“, - ნათქვამია „სიუჟეტში“.