გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ვოლსკი: საქართველო 38 სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჰააგას ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა

20-03-2023

საქართველო 38 სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჰააგას ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმ პერიოდში, უკრაინის ელჩის გაწვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს და დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არა თუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია.

 

"როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის მიმართ გამოძიების დაწყებაზე სავარაუდო გადაწყვეტილების მისაღებად, ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი პრეზიდენტის ჩათვლით თუ კი სამხედრო სახის დანაშაულებები იქნებოდა ჩადენილი. ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დანიშნულება და სტატუსი.

 

იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა და სხვა 37 ქვეყანასთან საქართველო ამზადებდა ამ სარჩელს ჰააგაში შესატანად, ამ პერიოდში უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს და დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არა თუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია. უკრაინის ინტერესია არა მადლიერება გამოხატოს იმ პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი თანადგომისთვის, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში და ამას ღიად ადასტურებენ," - განაცხადა ვოლსკიმ.