გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვლადიმერ ბოჟაძე: ,,ნაცმოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი

21-03-2023

,,ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარგს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებიც 13 დღის წინ ჩვენ მოგვიწოდებნენ არ მიგვეღო ამერიკის უცხოელი აგენების რეგისტრაციის აქტი FARA, მის ქართულ ანალოგს რუსულ კანონს და კრემლიდან შთაგონებულს უწოდებდნენ, დღეს თავად გამოდიან იგივე ინიციატივით.

 

„EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებიც 13 დღის წინ ჩვენ მოგვიწოდებნენ არ მიგვეღო ამერიკის უცხოელი აგენების რეგისტრაციის აქტი FARA, მის ქართულ ანალოგს რუსულ კანონს და კრემლიდან შთაგონებულს უწოდებდნენ, დღეს თავად გამოდიან იგივე ინიციატივით. ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარგს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ევროპარლამენტი არასდროს გახდება რუსეთის დუმა! ევროპა არასდროს გახდება რუსეთი! ძირს ევროპის (რუსული) სახალხო პარტია“ - წერს ბოჟაძე.