გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების მიერ

21-03-2023

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ღია დემოკრატიის მქონე ქვეყანაა და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში არსებობს ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს უპირისპირებს სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ.
  
„მე გითხრათ, რომ გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილი არის. მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომელიც მიწოდებული იყო და რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა.  მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, ასე ვთქვათ მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილ დასკვნებს და ანგარიშს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო.


მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ, უფრო ადრეც, როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არც ერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია მოყვანილი, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მეორეს მხრივ, ჩვენ ვართ ღია დემოკრატია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედია საშუალებების, კრიტიკული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა მათი ინფორმაციების 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი ცრუ ინფორმაციები. ასევე, ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელს მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჩვენი ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება არასამთავრობო სექტორს, მედია საშუალებებს, ყველას. აი მაგალითად, თქვენ წარმოადგენთ ტვ. პირველს, რომელიც არის ძალიან კრიტიკული, ხშირად, უმეტესწილად, თქვენ არ ეყრდნობით ფაქტებს, არ ამოწმებთ ფაქტებს და ჩვენს საზოგადოებას ესაუბრებით ტყუილებით, ტყუილებს ავრცელებთ. მაგრამ ეს ნორმალურია. ეს დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერც ერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.