21-03-2023
მოლდოვა, ქვეყანას რომელსაც არაფერს არ ვერჩი, პირიქით, შეიძლება წარმატებაც კი ვუსურვო. უბრალოდ არ შეიძლება გინდა შინაური და გინდაც გარეული (უცხოელი), საქართველოს და მის ხელისუფლებას ყველაფერში აკრიტიკებდეს და არაფერს არ ამბობდეს მოლდოვის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე და ჩვენს მიმართ უსამართლობაზე და უმადურობაზე - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოლდოვა „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შეძენას განაახლებს.
მისი თქმით, მოლდოვას მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი არა, იმ დროს როდესაც ეს მოლდოვა ევროინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურად უარს აცხადებს, თავისი ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და დსთ-ს წევრობის გამო და ახლა კი რუსული გაზით გათბება.
„მოლდოვა, ქვეყანას რომელსაც არაფერს არ ვერჩი, პირიქით, შეიძლება წარმატებაც კი ვუსურვო ...უბრალოდ არ შეიძლება გინდა შინაური და გინდაც გარეული (უცხოელი), საქართველოს და მის ხელისუფლებას ყველაფერში აკრიტიკებდეს და არაფერს არ ამბობდეს მოლდოვის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე და ჩვენს მიმართ უსამართლობაზე და უმადურობაზე. მაშ ასე, მოლდოვას მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი არა, იმ დროს როდესაც ეს მოლდოვა ევროინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურად უარს აცხადებს, თავისი ქვეყნის ნეიტრალიტეტისა და დსთ-ს წევრობის გამო.
ახლა კი საერთოდ რუსულ გაზპრომთან (=პუტინთან!) განაახლა ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს რუსეთი მოლდოვისგან მილიონებს მიიღებს (ამ თანხებიდან კი უკრაინაში მეომარ რუს გენერლებს, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ხელფასსაც გადაუხდის), სანაცვლოდ კი რუსული (=პუტინის!) გაზით გათბება. ეს არის რეალობაც და სინამდვილე, ხოლო ვლადიმერ პუტინის პორტრეტს, რომელზეც ჰააგის სასამართლო დაპატიმრების ორდერი გასცა, რამდენი მოლდოველი მაღალჩინოსანი არ დაკიდებს ოთახში ან ისე უბრალოდ შეაგინებს( ოღონდ გულით და გულწრფელად არა), ეს ნამდვილად მეორეხარისხოვანია!“ - წერს ნიკოლეიშვილი.