გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ბოლშევიკური „ტროიკა“ევროკავშირის დერეფნებში დადის და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

21-03-2023

ბოლშევიკური „ტროიკა“ პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადის და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

„ეს არის ერთგვარი ბოლშევიკური „ტროიკა“, ძალიან უხდება მათ ეს სახელი. ისინი ვერც მალავენ, რომ აწარმოებენ აგიტაციას, დადიან პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, ისინი პირდაპირ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციიც 78-ემუხლს, რომლის მიხედვითაც თითოეული დეპუტატი უნდა იყოს პასუხისმგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე.

 

როცა ამ პირობებში ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ადრე აწარმოებდნენ აგიტაციას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი აჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკუთარი სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ. ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.